რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: როდესაც კელოგი კიევშია, დიდი თავდასხმები არ ხდება, ხალხს შეუძლია მშვიდად ეძინოს

მსურს, გენერალ კელოგის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო. ეს აქამდე არ ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეერთებულ შტატებს ისეთი საჰაერო თავდაცვა აქვს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება Patriot-ებს. ნამდვილად, გენერალო, ყოველ ჯერზე, როცა აქ ხართ, ხალხი სწორედ ამას ამბობს. კით კელოგ, როდესაც კიევში ხართ, კიევის მოსახლეობას ბოლოს და ბოლოს მშვიდად დაძინება შეუძლია. ძალიან გვსურს, რომ თქვენ უკრაინის ყველა ქალაქში იმოგზაუროთ. მართლა გვსურს, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ რამდენიმე ასეთი ამერიკული სისტემა ჰქონდეს. ეს, სიმართლე რომ ითქვას, სულაც არ არის ხუმრობა. გულწრფელად.

როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელი კიევშია, მასობრივი თავდასხმები არ ხდება. მკვლელები მკვლელობისგან თავს იკავებენ. სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ასე არ მუშაობს. შეიძლება მსგავსად  ჩინეთის წარმომადგენელთან იმუშაოს, მაგრამ როგორც ჩანს, ჩინეთს მთელი ომის კი არა, თუნდაც [მოსახლეობაზე] თავდასხმების შეჩერების სურვილიც კი არ აქვს.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ იალტის ევროპის უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კით კელოგიც ესწრებოდა.

კომენტარები