რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისა და კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

Dado Ruvic/Illustration via Reuters

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ჩრდილოვან ფლოტსა და იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს იარაღის დამზადებისთვის საჭირო ნივთიერებებით ამარაგებენ ახალი სანქციები დაუწესა. 

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის მიერ ბოლო თვეებში უკრაინის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით გაძლიერებულ იერიშებს, ასევე პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას მოჰყვა. 

"აუცილებელია საერთაშორისო ქმედება, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური წნეხის გასაძლიერებლად და ფულის მიმოქცევის შეჩერება, რომელიც რუსეთისთვის არალეგალური ომის გასაგრძელებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" – წერია განცხადებაში. 

ახალი პაკეტის მიხედვით, სანქციები უწესდება დამატებით 70 საზღვაო ხომალდს, რომელსაც რუსეთი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის იყენებს. ასევე, სანქცირებულ კომპანიებს შორის არის ჩინეთსა და თურქეთში დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იარაღის დახვეწაში უწყობენ ხელს. 

კომენტარები