12 სექტემბერს რუსეთმა სუმის ოლქზე რაკეტებით იერიში მიიტანა.
ბოლო მონაცემებით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი.
"6:30 საათზე მტერმა სავარაუდოდ 3 ბალისტიკური რაკეტით სუმის ოლქში, ბიტიცკის დასახლებაზე იერიში მიიტანა. ოკუპანტების იერიშის შედეგად დაიღუპა ორი კაცი, ერთი მათგანი 67 წლის იყო, მიმდინარეობს მეორე დაღუპულის ამოცნობა. დაიჭრა მინიმუმ 5 ადამიანი". – წერს სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ გრიგოროვი.
გრიგოროვის თქმით, ბიტიცკში დაინგრა და დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
რუსეთი უკრაინის რეგიონებს არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.





