NATO-ს პრესსპიკერის, ელისონ ჰართის თქმით, NATO-ს გენერალური მდივანი პოლონეთის ხელისუფლებასთან კავშირზეა და ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს.
"მრავალი დრონი შევიდა პოლონეთის საჰაერო სივრცეში ღამის განმავლობაში და მათ პოლონეთის და NATO-ს საჰაერო თავდაცვის ძალები დახვდნენ. NATO-ს გენერალური მდივანი პოლონეთის ხელისუფლებასთან კავშირზეა და ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს პოლონეთთან". - წერს NATO-ს სპიკერი X-ზე.
მანამდე, პოლონეთის პრემიერი, დონალდ ტუსკი წერდა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს არსებული ვითარებისა და იმ ქმედებების შესახებ, რომელიც "საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებით განხორციელდა".
10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.





