ევროკავშირის სამხედრო დახმარება უკრაინას

კალასი: უკრაინა ოქტომბრამდე ევროკავშირისგან 2 მილიონ საარტილერიო ჭურვს მიიღებს

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი
X.com

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებისგან 2 მილიონ საარტილერიო ჭურვს მიიღებს.

კალასის თქმით, უკრაინამ უკვე მიიღო ჭურვების 80%, ხოლო ოქტომბრის ბოლომდე დარჩენილ 20%-საც მიიღებს.

"რუსეთმა ვერ გატეხა უკრაინა, ვერ გაგვტეხს ჩვენც". – წერს სოციალურ ქსელში კალასი.

კომენტარები