8 სექტემბერს, რუსეთის ქალაქ პენზაში მომხდარი აფეთქებების შედეგად, მილსადენების ძირითადი სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. ინფორმაციას გამოცემა Українська правда უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქალაქ პენზას ჟელეზნოდოროჟნის რაიონში, დაახლოებით 04:00 საათზე, სულ მცირე, ოთხი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დღეში 2 მილიონი ბარელის გამტარუნარიანობის ორი მაგისტრალური ნავთობსადენის ფუნქციონირება შეწყდა.
ამასთან, წყაროს ცნობით, იმავე ადგილას კიდევ ორი რეგიონალური გაზსადენი დაზიანდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დაზიანებული მილსადენები უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ გამოყენებულ ობიექტებს ამარაგებდა.





