შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით", ბოლო დღეებში ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე გააძევეს.
ქვეყნიდან გააძევეს: ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის და უზბეკეთის - ჯამში 18 მოქალაქე.
"მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება" - აცხადებს შსს.





