ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, შენობების ფასადების გადახურვაზე რეგულაციები დაწესდება.
"ძალიან მალე დავამტკიცებთ კონკრეტულ სტანდარტებს, რაც შენობების ფასადებისა და ღობეების გადახურვის იერსახესთანაა დაკავშირებული. ფასადებიც, შემოღობვაც და გადახურვაც გემოვნებიანი და მოწესრიგებული უნდა იყოს - ბუნებას, ურბანულ ქსოვილსა და ლანდშაფტს უნდა ერგებოდეს.
დღეს თუ ჩვენს დასახლებებს გადავხედავთ, ესთეტიკური თვალსაზრისით, ხშირად შენობები იერსახის გალამაზებას ხელს არ უწყობს. ამიტომ, კონკრეტული სტანდარტების დადგენა გვჭირდება იმისთვის, რომ არქიტექტურული გემოვნება გაუმჯობესდეს [...] ეკონომიკის სამინისტროს დასახლებების ვიზუალური, ესთეტიკური და იერსახის სხვა მახასიათებლების საერთო პრინციპებით რეგულირება და შესაბამისი სტანდარტების შემუშავება ვთხოვე. პრაქტიკულად, ეს სამუშაო უკვე დასრულების პროცესშია. ამ სტანდარტებს ძალიან მალე დავადგენთ. როცა ახალი შენობის აშენების ან რეაბილიტაციის ნებართვა გაიცემა, სწორედ ამ სტანდარტებს დაექვემდებარება". - თქვა კობახიძემ.





