ანზორ მექვაბიშვილი

ჩემი მომავალი ევროპაში მინდა - მექვაბიშვილი განმარტავს, რატომ უთხრა უარი ყაზანის რუბინს

ქართველი ნახევარმცველი, ანზორ მექვაბიშვილი განმარტავს, რატომ თქვა უარი რუსულ საფეხბურთო კლუბ რუბინში გადასვლაზე.

"ევროპული ფეხბურთი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მითუმეტეს, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ხალხისთვის და იმისთვის, რა თქმა უნდა, მე ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი... ჩემი მომავალი მინდა, რომ ევროპაში წავიღო" - ანზორ მექვაბიშვილის კომენტარს La Gazzetta Georgia ავრცელებს.

კითხვაზე, თქვენ უარი თქვით საკმაოდ დიდ ფინანსურ შემოთავაზებაზე, ქართველი ნახევარმცველი პასუხობს - "დიახ".

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანზორ მექვაბიშვილში ყაზანის რუბინი 2.2 მილიონს იხდიდა და ფეხბურთელს წელიწადში 600 000 ევროს სთავაზობდა, თუმცა ქართველმა ნახევარმცველმა რუსულ კლუბში თამაშზე უარი განაცხადა.

კომენტარები