ცქიტიშვილი: ამ პარლამენტში შესვლა ცალსახად ძალიან დიდი შეცდომა იქნება

მე იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება [მანდატების გამოყენება] არ იქნება მიღებული. მე ამ არჩევნებსაც დავარქვი და არამარტო მე დავარქვი, ეს ევროპარლამენტის ანგარიშშიც წერია, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებს [თვითმმართველობის არჩევნები] სტატუს-კვოს აღიარებისთვის გამოიყენებს... მეც ასე დავარქვი, ყველა დანარჩენი, ვინც ამას უწყობს ხელს, ისიც მონაწილეობს ამ სტატუს-კვოს აღიარებაში. ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, ეს სიტყვები ისევ რჩება და, სამწუხაროდ, უფრო და უფრო მყარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც შეიძლება შეცდომად ჩაეთვალათ, რომ მანდატების დათმობა-არდათმობა იყო სწორი, არ იყო სწორი, დღეს ამ პარლამენტში შესვლა და მონაწილეობა ამ პარლამენტის საქმიანობაში, ცალსახად, ძალიან დიდი შეცდომა იქნება და მე იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია იმიტომ, რომ არ იყო რაიმე მინიშნებაზე საუბარი და ვფიქრობ, რომ უბრალოდ ამ საკითხის არ გამორიცხვაზე იყო საუბარი, მაგრამ, მე იმედი მაქვს, რომ ასეთ შეცდომას არ დაუშვებენ.

გახარია საქართველოსთვის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში. ის პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება შეცდომა იყო.

კომენტარები