აშშ-რუსეთი

უშაკოვი ტრამპზე: შეთქმულებას არავინ გეგმავდა, პუტინს, სის და კიმს ეს აზრადაც არ გაუვლიათ

საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველი და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელი იური უშაკოვი
Ria

რუსეთის პრეზიდენტის დამხმარე, იური უშაკოვი გამოეხმაურა ტრამპის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი, პეკინი და ფხენიანი ვაშინგტონის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავდნენ.

"მინდა ვთქვა, რომ არავინ არანაირ შეთქმულებას არ აწყობდა, არავინ არაფერს ხლართავდა, არანაირ შეთქმულებას. მეტიც, ეს აზრადაც არავის გაუვლია, არც ერთს ამ სამი ლიდერიდან... ამას გარდა, მსურს ვთქვა, რომ ყველას ესმის რა როლს თამაშობს შეერთებული შტატები, პრეზიდენტი ტრამპის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ახლანდელ საერთაშორისო ვითარებაში." - თქვა უშაკოვმა.

აქამდე, მაშინ, როცა ჩინეთში მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის აღსანიშნავი აღლუმი გაიმართა, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სი ძინფინგი, კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი აშშ-ს წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში დაადანაშაულა.

"გთხოვთ, გადაეცით ჩემი უთბილესი მოკითხვა ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას დაგეგმავთ." - დაწერა ტრამპმა.

კომენტარები