რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე 502 დრონითა და 24 რაკეტით იერიში მიიტანა

უკრაინელი მეხანძრე აქრობს რუსეთის იერიშის შედეგად გაჩენილ ხანძარს

რუსეთმა უკრაინაზე 502 დრონითა და 24 რაკეტით იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩამოაგდეს 430 დრონი, კალიბრის ტიპის 14 ფრთოსანი რაკეტა და Х-101-ის ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტა.

69 დრონმა და სამმა ფრთოსანმა რაკეტამ 14 სხვადასხვა ლოკაციას დაარტყა.

კიროვოგრადის ოლქში თავდასხმის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. ხანძრები გაჩნდა ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკისა და კიევის ოლქებში. სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა ვოლინის ოლქის ქალაქ ლუცკშიც.

 

კომენტარები