სამართალდამცველებმა ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული გ.ო. დააკავეს. მას 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დასაქმებული იყო თბილისში, ერთ-ერთ საკანცელარიო მომსახურების ობიექტში, სადაც შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა სახის დოკუმენტს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობასა და თბილისის მერიის ავტომობილის საშვს აყალბებდა" - წერს შსს და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა, გ.ო.-სგან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტაცია შეიძინეს.
"სამართალდამცველებმა, ბრალდებული თბილისში დააკავეს. დაკავებულის სამუშაო ოფისის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია პერსონალური კომპიუტერები და სპეციალური ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც იგი ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა. ასევე ამოღებულია, ყალბი მართვის მოწმობა და მართვის მოწმობის დამზადებისთვის საჭირო მასალები" - წეროა შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გასაღებას გულისხმობს.





