ჰელსინკის კომისია

10 სექტემბერს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება

10 სექტემბერს ჰელსინკის კომისია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარ ლუკ კოფის მოუსმენს.

"დღეს მმართველი პარტია ქართული ოცნება ქვეყანას უკან, რუსეთის ორბიტისკენ მიათრევს და აღრმავებს თავის ურთიერთობას ჩინეთთან და აშშ-ს სხვა მოწინააღმდეგეებთან. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ საქართველოს ინსტიტუტები დაშალა და ძირი გამოუთხარა ქვეყნის სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციებით მაშინ, როდესაც აშშ-ს ბიზნესებისთვის შუა-სავაჭრო დერეფანსა და ცენტრალური აზიის იშვიათი მიწების მინერალებზე წვდომას ბლოკავს. მათ დააპატიმრეს ოპოზიცია, იძალადეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე მას შემდეგ, რაც ჩატარებული არჩევნები ფართოდ იქნა მიჩნეული არალეგიტიმურად. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის აშშ-ის ინტერესებს რეგიონში.

მოსმენაზე ჩვენ შევაფასებთ საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადახრის გლობალურ შედეგებს. მოწმეები ასევე შეაფასებენ აშშ-ს პოლიტიკურ ვარიანტებს, როგორიცაა ორპარტიული MEGOBARI აქტის მიღება, რათა დაეხმაროს საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობისა და შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობაში". - წერია კომისიის განცხადებაში.

ჰელსინკის კომისიის სხდომა თბილისის დროით 06:30 საათზე გაიმართება.

კომენტარები