სლოვაკეთი-რუსეთი

"უკრაინა NATO-ს წევრი ვერ გახდება" - ფიცო პუტინს პეკინში შეხვდა

პეკინში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. 

სლოვაკეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა. დახურული ლაპარაკის გარდა, მათ ისაუბრეს კამერების წინაც. 

საჯარო ლაპარაკის დროს ფიცო კიდევ ერთხელ გამოვიდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ.

"ხაზს ვუსვამ, ამას თავიდანვე ვამბობდი, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ვერ გახდება. ეს ჩემი საბოლოოდ გადაწყვეტილებაა. თუმცა, რაც შეეხება ევროკავშირში შესვლას, მზად ვართ უკრაინასთან თანამშრომლობისთვის." - თქვა ფიცომ.

პარალელურად, პუტინი ირწმუნებოდა, რომ რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას "არასდროს ეწინააღმდეგებოდა", თუმცა NATO "განსხვავებული საკითხია".

შეხვედრის დროს ფიცომ თქვა, რომ დაინტერესებულია რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობით, მათი ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიღებით. მან პუტინს TurkStream-ის მეშვეობით გაზის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იმპორტირების რიცხვი გაზარდეს. მისივე თქმით, სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს ევროკომისიის გეგმას, 2027 წლისთვის რუსულ ენერგეტიკაზე სრული უარის თქმით წინადადებასთან დაკავშირებით. ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთში ახალი ბირთვული ელექტროსადგურის პროექტზე მუშაობისთვის რუსული კომპანიების დაქირავებასაც განიხილავს.

"ცხადად მინდა ვთქვა, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის ძალიან დაინტერესებულები ვართ." - თქვა ფიცომ.

რამდენიმე დღეში, 5 სექტემბერს ფიცო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

კომენტარები