რუსული რეჟიმი

კომიტეტმა გახარიას პარტიული სიის მომდევნო 12 წევრის უფლებამოსილებას მხარი დაუჭირა

ივანიშვილის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გახარია საქართველოსთვის მანდატშეწყვეტილი წევრების ადგილმონაცვლე დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა კომიტეტის დასკვნის პროექტი წარადგინა. პროექტის თანახმადაც, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მოწოდებული დოკუმენტაცია განიხილა და მიზანშეწონილად მიიჩნია, "პარლამენტმა გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნოს".

პლენარული სხდომები მიმდინარე კვირაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გახარიას პარტიას სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით ცესკოსთვის სიების ჩახსნის მოთხოვნით არ მიუმართავს. თუმცა, პარტიის 12 დეპუტატი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებდა და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობდა. 

ივანიშვილის პარლამენტმა მათ უფლებამოსილება "არასაპატიო გაცდენების" გამო შეუწყვიტა.

კომენტარები