კრიმინალი

თანხაზე უარის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა - გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა გამოძალვის ბრალდებით 1 პირი - წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1988 წელს დაბადებული გ.ფ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ფ. მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა 1971 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს და გარკვეული ოდენობის თანხა მოსთხოვა. დასახელებული თანხის გადაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში კი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პოლიციამ გ.ფ. ბრალდებულის სახით დააკავა" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები