რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დონეცკში რუსმა ოკუპანტმა შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოსახლე მოკლა

კადრი მკვლელობის ამსახველი ვიდეოდან

28 აგვისტოს, რუსმა ოკუპანტმა, დონეცკის ოლქში შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოსახლე მოკლა.

სოციალურ ქსელებში მკვლელობის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.

ვიდეოში ჩანს თუ როგორ ესვრის ავტომატიდან რუსი ჯარისკაცი შეუიარაღებელ კაცს.

დონეცკის ოლქის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სამართალდამცავები მოკლულისა და მკვლელის ვინაობების დადგენას ცდილობენ.

კომენტარები