რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა დნეპროპეტროვსკზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 2 და დაიჭრა 3 ადამიანი

29 აგვისტოს რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი ლისაკის თქმით, იერიშის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი – 1 ქალი და 1 კაცი.

გარდა ამისა, რუსული თავდასხმის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი.

დნეპროპეტროვსკის რამდენიმე რაიონში, მათ შორის ცენტრალურ ქალაქ დნეპრში ცეცხლის რამდენიმე კერაა, ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები.

ლისაკის თქმით, საჰაერო იერიშის მოგერიებისას უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 8 რუსული დრონი გაანადგურა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები