რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი: პუტინი ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა ამჟამად დაგეგმილი არ არის

რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის თქმით, ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პოტენციური შეხვედრისთვის დღის წესრიგი ამ ეტაპზე არ არსებობს და "ზელენსკიმ ყველაფერზე უარი თქვა". ამის შესახებ ლავროვმა NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ლავროვის თქმით, "პუტინი მზადაა შეხვდეს ზელენსკის, როდესაც სამიტის დღის წესრიგი მზად იქნება". მისი თქმით, ამჟამად შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

"ამ ეტაპზე ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად". - დაამატა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვის თქმით,  რუსეთი დათანხმდა გარკვეულ დათმობებზე წასვლას ტრამპის მიერ გასულ კვირაში წამოყენებულ არაერთ საკითხთან დაკავშირებით, "უკრაინამ კი ვაშინგტონში ტრამპთან გამართულ შეხვედრაზე მსგავს დათმობებზე წამოსვლის მზაობა არ აჩვენა".

"მან [ტრამპმა] ნათლად მიანიშნა – ყველასთვის ძალიან ნათელი უნდა იყოს, რომ არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომლებიც ვაშინგტონის აზრით, უნდა იქნას მიღებული, მათ შორის, [უკრაინის] NATO-ში გაწევრიანების აკრძალვა, მათ შორის, ტერიტორიული საკითხების განხილვა და ზელენსკიმ ყველაფერზე უარი თქვა. მან უარი თქვა, რუსული ენის აკრძალვის შესახებ კანონმდებლობის გაუქმებაზეც კი. როგორ შეიძლება შევხვდეთ ადამიანს, რომელიც თავის ლიდერად წარმოჩენას ცდილობს?". - თქვა ლავროვმა. 

კომენტარები