გურიაში, ოზურგეთის სოფელ ჭანიეთში, ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შუახნის კაცი დაკავავებულია.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების განცხადებით, დაკავებულია 1956 წელს დაბადებული ზ.რ.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1969 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს. რის შედეგადაც ნ.გ.
შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა" - წერს შსს.





