რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსული მატარებელი გაანადგურა, რომელსაც ფრონტზე საწვავი გადაჰქონდა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა (ССО) რუსული მატარებელი გაანადგურეს, რომელსაც ფრონტზე საწვავი გადაჰქონდა.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციების ძალებმა ჯანკოის სარკინიგზო სადგურთან ახლოს სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს. ოპერაცია 21 აგვისტოს ღამით განხორციელდა. სპეციალურმა დანაყოფმა საწვავი მასალებით სავსე რუსული მოძრავი შემადგენლობა გაანადგურა" - ნათქვამია ССО-ს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის შედეგად ამჟამად რუსეთის სამხრეთ ჯგუფის სამხედრო ძალების უზრუნველყოფა საწვავით გართულებულია.

კომენტარები