რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

574 დრონი და 40 რაკეტა – რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი იერიში მიიტანა

Pravda

21 აგვისტოს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშის მიხედვით, რუსებმა თავდასხმისას 574 დრონი და 40 რაკეტა გამოიყენეს.

ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს:

  • 574 შაჰედი და იმიტატორი დრონი;
  • 4 აერობალისტიკური რაკეტა კინჟალი;
  • 2 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი;
  • 19 ფრთოსანი რაკეტა X-101;
  • 14 ფრთოსანი რაკეტა კალიბრი;
  • 1 დაუდგენელი ტიპის რაკეტა;

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს:

  • 546 შაჰედი და იმიტატორი დრონი;
  • 1 აერობალისტიკური რაკეტა კინჟალი;
  • 18 ფრთოსანი რაკეტა X-101;
  • 12 ფრთოსანი რაკეტა კალიბრი;

იერიშის შედეგად დაზიანებები მოხდა 11 ლოკაციაზე, დრონების ნამსხვრევების ვარდნის შედეგად დაზიანდა შენობები 3 ადგილას.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.  

კომენტარები