გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ, უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილათ, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს.
წყაროების მიხედვით, ორბანთან დარეკვის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც თეთრ სახლში ტრამპი ევროპელ ლიდერებთან უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გზებს განიხილავდა. Bloomberg-ის წყაროების თქმით, გარკვეულ ეტაპზე ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს სთხოვეს, რომ ორბანზე მისი გავლენა EU-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უნგრეთის ვეტოს შეჩერების მიზნით გამოეყენებინა.
გამოცემის ცნობით, ზარი ტრამპს, ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა. შეხვედრის შედეგად ტრამპმა ორგან დარეკა. ჯერ პუტინთან, შემდეგ კი - ორბანთან.
ორბანს ტრამპთან გამართული სატელეფონო ზარის შესახებ ცნობები არ დაუდასტურებია, თუმცა 19 აგვისტოს მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც Bloomberg-ის მიხედვით, მიანიშნებს, რომ უკრაინის EU-ში გაწევრიანების შესახებ მოთხოვნა მან მოისმინა, თუმცა, უშედეგოდ.
"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არანაირ უსაფრთხოების გარანტიას არ ქმნის. მაშასადამე, წევრობის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირება ზედმეტი და საშიშია." - დაწერა მან.





