რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

AFP: პუტინმა ტრამპს შესთავაზა, რომ ზელენსკისთან შეხვედრას მოსკოვში გამართავდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
Getty Images

გამოცემა AFP წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმირ პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას მოსკოვში გამართავდა.

"პუტინმა მოსკოვი ახსენა," განუცხადა AFP-ს ერთ-ერთმა წყარომ. ამავე წყაროს თქმით, ზელენსკიმ, რომელიც იმ დროს თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა, წინადადებას "არათი" უპასუხა.

კომენტარები