რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სტუბი: პუტინის მთავარი სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა, ამ რეალობის წინაშე ვართ

ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი გულწრფელად ცდილობს ამ ომის დასრულებას და ჩვენც ამ კუთხით ვმუშაობთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქმე პრეზიდენტ პუტინთან გვაქვს და მისი მთავარი სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა და ეს სამჯერადია: მას უნდა, რომ რუსეთი ზესახელმწიფო იყოს; მას უნდა დასავლეთის დაყოფა და სურს, უკრაინას სუვერენიტეტი ჩამოართვას. ესაა რეალობა, რის წინაშეც ვართ.

[...] ეს [რუსული ექსპანსიონიზმი] როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაშიც ვიხილეთ. სახელმწიფოებრიობა ეფუძნება დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც ჩვენთვის ზამთრის ომი და 1941-44 წლების სსრკ-ფინეთის ომი იყო, ფინეთმა, სამწუხაროდ, ჩვენი ბალტიისპირელი მეზობლებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ გადაწყვეტილების მიღების სუვერენიტეტი და დავკარგეთ ტერიტორია. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მაშინ ფინეთი მარტო იყო, ახლა კი უკრაინა არ არის მარტო და ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენგანმა - ევროპისა და აშშ-ს გუნდებმა - უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მუშაობა გააგრძელონ.

თქვა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა CNN-თან ინტერვიუში.

კომენტარები