რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ტერიტორიულ საკითხებს ჩემსა და პუტინს შორის დავტოვებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ტერიტორიული საკითხები მან და ვლადიმირ პუტინმა უნდა განიხილონ. ამის შესახებ მან ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, მას და დონალდ ტრამპს ტერიტორიების შესახებ "საკმარისად ხანგრძლივი" საუბარი ჰქონდათ და ეს მოიცავდა იმ რუკების განხილვასაც, რომლებიც აშშ-მ და უკრაინამ მოამზადეს. ზელენსკის თქმით, მან ახსნა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ტერიტორიების ნაწილის და ყირიმის ოკუპაცია არა მძიმე ბრძოლების, არამედ ამ ტერიტორიებზე სამხედრო მოქმედებების არარსებობის გამო მოხდა. მისი თქმით, შეცდომაში შემყვანი იქნება იმის თქმა, რომ დიდი ტერიტორიები მხოლოდ რუსეთის სამხედრო სიძლიერის გამო დაიკარგა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დისკუსიის მიზანი არა ვინმეს დადანაშაულება, არამედ იმის უზრუნველყოფა იყო, რომ აშშ-ს პრეზიდენტს გაეგო ბრძოლის ველზე არსებული რეალური დინამიკა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე. მან ხაზი გაუსვა, რომ ომის პირველი 1 000 დღის განმავლობაში რეალურად, უკრაინის ტერიტორიის 1%-ზე ნაკლები იყო ოკუპირებული, მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ ეს მაჩვენებელი 18-20% იყო.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი შესაძლებლობა დეტალურად განეხილათ ტერიტორიული საკითხები ტრამპთან და მის გუნდთან წერილობითი ჩანაწერების გარეშე, "ყოველი კვადრატული კილომეტრის" ღრმა გაგებით.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტერიტორიული საკითხები მკაცრად მასსა და ვლადიმირ პუტინს შორის უნდა დარჩეს.

"მჯერა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ეს გაიგო და დაინახა, ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ტერიტორიული საკითხები ის არის, რასაც ჩემსა და პუტინს შორის დავტოვებთ". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები