19 აგვისტოს ღამეს, რუსეთმა პოლტავის ოლქში მდებარე ქალაქი კრემენჩუკი უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით დაბომბა.
პოლტავის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ვოლოდიმირ კოგუტის თქმით დაზიანდა რამდენიმე შენობა ქალაქის ორ რაიონში.
წინასწარი მონაცემებით, დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.
სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც კრემენჩუკი შავ ბოლშია გახვეული.
რუსული ზეტ-ტელეგრამ არხების მტკიცებით, იერიშის სამიზნე კრემენჩუკის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა იყო.





