უკანონო მიგრაცია

შსს: საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე გავაძევეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტთან ერთად, საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე გააძევეს.

"ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, თურქეთის, ირანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, რუსეთის, ბელარუსის, ერაყის, იორდანიისა და ლიეტუვის - ჯამში 30 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები