ლაგოდეხში, სოფელ ლელიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული მოტოციკლით გადაადგილდებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტროენერგიის ბოძს შეეჯახა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტოსაგზაო შემთხვევა
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა





