ამინდის პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ნისლი - სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 აგვისტოდან 17 აგვისტოს დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - აცხადებს სააგენტო.

კომენტარები