სომხეთი-ირანი

არაღჩი: სენსიტიური ვიქნებით ნებისმიერი გეგმის მიმართ, რომელიც ინტერესებს შეგვიზღუდავს

შეხვედრებზე განვიხილეთ საერთაშორისო საკითხები, კავკასიის რეგიონში პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ მეზობელ სახელმწიფოების ურთიერთობებში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მხარდაჭერის მიუხედავად, ირანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგიონის გეოპოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და გამოხატავს განსაკუთრებულ სენსიტიურობას ნებისმიერი გეგმის თუ პროექტის მიმართ, რომელმაც შესაძლოა შეზღუდოს ჩვენი ქვეყნის წვდომა გზებზე ან ინტერესების დაკმაყოფილებაზე.

დაწერა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და კავკასიის საკითხებში რუსეთის საგარეო სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელთან გამართული შეხვედრების შემდეგ. 

11 აგვისტოს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ვაშინგტონში, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ხელშეკრულებით სომხეთი აშშ-ს ხანგრძლივი პერიოდით ექსკლუზიურ სპეციალური განვითარების უფლებებს მისცემს იმ დერეფანზე, რომელსაც საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტი, აკრონიმით TRIPP დაერქმევა

 
 

კომენტარები