განზრახ მკვლელობა

გულმკერდის არეში დანით სასიკვდილოდ დაჭრა - შსს-მ 2004 წელს დაბადებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 
წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ე.გ. დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა რომ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, 
ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი 
ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებულ ქ.მ.-ს ცივი იარაღის 
გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის 
ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე 
გარდაიცვალა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა 
ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა 
ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”. - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები