ჩინეთი და ოცნება

ჩინეთში დააკავეს დიპლომატი, რომელიც "ქართული ოცნების" დელეგაციებს მასპინძლობდა

ქართული ოცნება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატი ლიუ ძინჩაო, დააკავეს. 

თავდაპირველად, ცნობა მისი დაკავების შესახებ Wall Street Journal-მა გაავრცელა

Reuters-ის მიხედვით, 61 წლის დიპლომატი, რომელიც ხშირად განიხილებოდა, როგორც მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი, მაშინ დააკავეს, როცა სამსახურებრივი მოგზაურობიდან სახლში ბრუნდებოდა. 

გამოცემა რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ლიუ ქართული ოცნების დელეგაციას ორჯერ მასპინძლობდა: 2024 წლის 14-20 იანვარს, რომელსაც ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა და 2025 წელს, როდესაც პეკინში ვიზიტით მყოფ დელეგაციას გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობდა.

დაკავების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა. უცნობია დაკავების სავარაუდო მიზეზიც. მედიების ცნობით, ჩინელი მაღალჩინოსანი ორ კვირაზე მეტია პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები