რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა, დაიღუპა 2 და დაშავდა 7 ადამიანი

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი ბელოზერსკოიე დაბომბა, დაიღუპა 2 და დაშავდა 7 ადამიანი.

"11 აგვისტოს, 22:55 საათზე საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ბელოზერსკოიეზე. ФАБ-250 ტიპის ჭურვებით დაიბომბა დასახლებული უბანი, სადაც საკუთარ სახლებში მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა 43 წლის კაცი და 34 წლის ქალი". – წერს დონეცკის ოლქის პროკურატურა.

დაშავებულთა შორის არის 3 კაცი, 3 ქალი და 16 წლის მოზარდი. 

რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა 8 მრავალბინიანი კორპუსი და 6 ავტომობილი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიას ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები