ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 15 აგვისტომდე - გარემოს სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  "შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე" 12-14 აგვისტოს ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

თბილისში 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 13-14 აგვისტოს - უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი - უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონებში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონებში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 12 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 13-14 აგვისტოს კი იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონებში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი იქნება.

კომენტარები