რუსეთი-სომხეთი

ფაშინიანთან პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში ჩართვაზე მზადყოფნა გამოხატა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
Getty Images

11 აგვისტოს სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გამართა.

საუბრის თემა 8 აგვისტოს აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული სამიტისა და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების შედეგები იყო.

კრემლის მიხედვით, პუტინმა ფაშინიანს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში რუსეთის მონაწილეობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

"ვლადიმირ პუტინმა იმ ნაბიჯების მნიშვნელობა აღნიშნა, რომლებიც ერევანსა და ბაქოს შორის მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას უწყობს ხელს" - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

სომხეთის პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებით, ფაშიანიანმა პუტინს მოლაპარაკების შედეგები გააცნო, კერძოდ - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოებრიობათა შორის ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების გაფორმება, ეუთოს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის თაობაზე ეუთოს მიმართ ერთობლივი მიმართვა, ასევე "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ პროექტი.

პრემიერმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება ახალ შესაძლებლობებს ხსნის არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. მხარეები აქტიური კონტაქტისა და პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები