ყოველ ბრძოლას არ ჰყავს დავით აღმაშენებლის მსგავსი პატრიოტი მთავარსარდლები... რომ არა ის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც 17 წლის წინ იყო, ეს ომი არ იქნებოდა, შეიძლება, არ ყოფილიყვნენ გმირები, მაგრამ იქნებოდნენ თავის ოჯახთან, თავის შვილებთან, მეუღლეებთან და ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ისწავლა.
როდესაც გყავს მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ქვეყანას უდგას სათავეში, რა თქმა უნდა, შემდეგ ასეთი რეჟიმები მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ, სხვა ქვეყნების და სხვა ჯგუფების ინტერესებით. ასეც მოხდა - 17 წლის წინ სააკაშვილის მარიონეტულმა რეჟიმმა გეოპოლიტიკურ დიდ საჭადრაკო დაფაზე საქართველო პაიკად გამოაყენებინა.





