ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია – კობახიძე 8 აგვისტოზე

ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის თქმით, 8 აგვისტო არ იყო თავდაცვითი ოპერაცია, წინა ხელისუფლება აცხადებდა, რომ ახორციელებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ამისათვის ახორციელებდნენ შეტევით მოქმედებებს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან მუხათგვერდში ისაუბრა. 

"როდესაც გათენდა 8 აგვისტო, დილიდან მაშინდელი რეჟიმი გვიცხადებდა სიამაყით, რომ ისინი იღებდნენ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე, მიიწევდნენ წინ, შესული იყვნენ ცხინვალში, მიიწევდნენ როკის გვირაბისკენ - ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია, პირდაპირ გვიცხადებდნენ ისინი, რომ ახორციელებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ამისათვის ახორციელებდნენ შეტევით მოქმედებებს" - ამბობს კობახიძე. 

კობახიძე ჟურნალისტებთან საუბარში ასევე ამტკიცებდა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ომში ჩართვა შესაძლებელია.

"არ გაგიგიათ ტერმინები ყარაბაღის ომი, სამაჩაბლოს ომი, აფხაზეთის ომი? ანუ შესაძლებელი ყოფილა საკუთარ ტერიტორიაზე ომში ჩართვა, ხომ?" - თქვა კობახიძემ

კომენტარები