რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი

ცაჰკნა: 17 წლის წინ, დღეს, რუსეთმა საქართველოში შეჭრით თავისი აგრესიულობა ნათლად აჩვენა

"17 წლის წინ, დღეს, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთმა თავისი აგრესიულობა და იმპერიულ წარსულზე ჩაბღაუჭების სურვილი ნათლად აჩვენა.

დღეს ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას კვლავ ადასტურებს.

საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას არასდროს დავივიწყებთ და არც ოდესმე ვაღიარებთ.

დაწერა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაგნუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელში.

კომენტარები