საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის მომზადების მიზნით სომხეთში 12-20 აგვისტოს აშშ-სომხეთის ერთობლივი წვრთნები, "პარტნიორი არწივი 2025" (Eagle Partner 2025) გაიმართება.
სწავლება კონცენტრირებული იქნება სამშვიდობო ოპერაციების მომზადებასა და მათ შესრულებაზე, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება სამედიცინი ევაკუაციის პროცედურებს დაეთმობა.
"წვრთნების მიზანი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე დანაყოფების თავსებადობის გაძლიერება, საკონტროლო და ტაქტიკური კომუნიკაციების კუთხით საუკეთესო პრაქტიკების მიმოცვლა და სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო დანაყოფების მზადყოფნის გაუმჯობესებაა," წერია სომხეთში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





