პეტერ ფიშერი

RS: მოკვლევა დავიწყეთ ინფორმაციაზე, რომ ფიშერი ხაზარაძისგან ბინას ქირაობს

შემოსავლების სამსახურის (RS) ცნობით, პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისთვის, პეტერ ფიშერისთვის უძრავი ქონების იჯარით გაცემისას გადასახადისგან თავის არიდების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე მოკვლევა დაიწყეს.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.

საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები". - წერს შემოსავლების სამსახური.

კომენტარები