რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გერმანია უკრაინას ორ ერთეულ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის

Soeren Stache/Getty Images

აშშ-ს და გერმანიის შეთანხმების ფარგლებში, ბერლინი უკრაინას ორ ერთეულ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის.

შეთანხმების მიხედვით, სანაცვლოდ გერმანია აშშ-სგან ახალ სისტემებს დაჩქარებული წესით მიიღებს.

"აშშ-ს მხრიდან გამოჩენილი თავდადების წყალობით, გერმანიას შეუძლია უკრაინას მხარი დაუჭიროს თავდაპირველად გამშვები რაკეტებით, შემდეგ კი Patriot-ის სისტემის დამატებითი კომპონენტებით". - ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსი განცხადებაში.

გერმანიის არმია უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს უახლოეს დღეებში მიაწვდის, მომდევნო 2-3 თვეში კი კიევს სისტემის დამატებითი კომპონენტები მიეწოდება.

ამ დრომდე გერმანიამ უკრაინას საკუთარი 12 ერთეული Patriot-ის სისტემიდან 3 უკვე მიაწოდა. ამის შემდეგ კი ბერლინმა ორი სისტემა პოლონეთსაც მიაწოდა, შედეგად კი მათ მარაგში ამჟამად მხოლოდ 7 Patriot-ის სისტემაა.

კომენტარები