რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინის მტკიცებით, რუსეთის პოლიტიკური რეჟიმი კონსტიტუციურია, "რაც უკრაინაზე არ ითქმის"

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, რუსეთის პოლიტიკური რეჟიმი კონსტიტუციას ეფუძნება და კანონიერია, "რაც უკრაინაზე არ ითქმის".

ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა

"ჩვენი პოლიტიკური რეჟიმი რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას ეფუძნება და ფორმირებული ხელისუფლება მკაცრად შეესაბამება სახელმწიფოს ძირითად კანონს, რაც უკრაინაზე არ ითქმის. [უკრაინის] დღევანდელი ხელისუფლება უკრაინის კონსტიტუციას არ ეფუძნება, კონსტიტუცია თვალნათლივ არის დარღვეული". - ირწმუნება პუტინი

მიმდინარე წლის იანვარში პუტინი ასევე ირწმუნებოდა, რომ "მოლაპარაკებების წარმოება ნებისმიერთან შეიძლება", თუმცა ზელენსკის ძალაუფლება არალეგიტიმურია და ამიტომ მოლაპარაკებების დაწყებაც არალეგიტიმური იქნება.

"მოლაპარაკებების წარმოება ყველასთან არის შესაძლებელი, უბრალოდ ზელენსკის არ აქვს უფლება რამეს მოაწეროს ხელი, ვინაიდან მისი ძალაუფლება არალეგიტიმურია. ახლა რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები, არალეგიტიმური იქნება". – ირწმუნებოდა პუტინი.

კომენტარები