რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხერსონი დაბომბა, დაიღუპა ერთი ქალი

1 აგვისტოს დილას რუსეთმა უკრაინის ქალაქი ხერსონი დაბომბა, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

"დაახლოებით 6:40 საათზე, საოკუპაციო ჯარებმა დნეპროვსკის რაიონზე იერიში მიიტანეს. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო 1974 წელს დაბადებულმა ქალმა". – წერს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური იაროსლავ შანკო.

შანკოს თქმით, დაღუპული სამი შვილის დედა იყო. 

"2008, 2010 და 2011 წელს დაბადებული გოგონები ამ წუთას საავადმყოფოში იმყოფებიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოზარდებს ძლიერი სტრესული რეაქცია აქვთ". – წერს შანკო.

გარდა ამისა, 1 აგვისტოს რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიც დაბომბა, ბოლო მონაცემებით დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი.

რუსეთი უკრაინის რეგიონებს ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები