31 ივლისს, დღის საათებში, რუსეთმა კრამატორსკზე იერიში მიიტანა.
რუსული თავდასხმის შედეგად ჩამოინგრა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ვადიმ ფილაშკინის თქმით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 11 ადამიანი.
გარდა ამისა, 31 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე მასიური იერიში მიიტანა.
დრონებისა და რაკეტების უმეტესობა უკრაინის დედაქალაქში ჩამოვარდა.
ბოლო მონაცემებით, კიევის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.
1 აგვისტო კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.





