უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (GUR) ინფორმაციით, წარმატებული კიბეროპერაციის შედეგად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების მასობრივ გატაცებასთან დაკავშირებით 30 ივლისს დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვეს.
სააგენტოს მიხედვით, ოპერაციის ფარგლებში უკრაინელმა კიბერ სპეციალისტებმა წვდომა მოიპოვეს სერვერებზე, რომლებიც ყირიმის რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციას ეკუთვნოდა.
GUR-ის ინფორმაციით, ჯამში ათასობით დოკუმენტი მოიპოვეს, რომელიც გატაცებული ბავშვების პერსონალურ პროფილებს, უკანონო გზით რუსი მეურვეების დანიშვნებს, ბავშვების ახალ მისამართებსა და რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ბავშვების გადასახლების მონაცემებს ეხება.
სააგენტოს სპიკერის, ანდრიი იუსოვის თქმით, უკრაინული მხარე აღნიშნულ მონაცემებს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაძლიერდეს და ხელი შეუწყონ უკრაინაში ბავშვების დაბრუნებას.
"სამართალდამცავ ორგანოებს უკვე გადაეცათ ათასობით დოკუმენტი, რომელზეც ფასდაუდებელი ინფორმაციაა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უდიდესი ომის დანაშაულის - უკრაინელი ბავშვების გატაცების - შესახებ," დაამატა მან.
უკრაინული მხარის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული რუსეთში იძულებით 19 546 უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს. სამშობლოში ამ დროისთვის მხოლოდ 1 468 ბავშვის დაბრუნება შეძლეს.





