ენმ

ბოკუჩავა: სუს-ის გააქტიურება იმას უკავშირდება, რომ ენმ-ს მზარდი რეიტინგი აქვს

ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ სუს-ი ენმ-ის ლიდერების სახელმწიფო გადატრიალებაში დადანაშაულებასა და დაკავებას აპირებს.

"ენმ, როგორც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე მართალი და ძლიერი პოლიტიკური ძალა, იყო, არის და იქნება სუს-ის მუდმივი სამიზნე. პარტიაში სუს-ის ხელის ფათურის მცდელობის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა. მე, როგორც ამ პარტიის თავმჯდომარე, არ დავუშვებ სუს-ის იმ ფილტრაციას ენმ-ში, რომელიც მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციასა და მარგინალიზაციას [...]

სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება იმას უკავშირდება, რომ ნაციონალურ მოძრაობას მზარდი რეიტინგი აქვს - განსაკუთრებით, ბოლო თვეებში, იმ თანმიმდევრული, პრინციპული და უკომპრომისო მოქმედებების გამო, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ". - თქვა ბოკუჩავამ.

კომენტარები