აშშ-რუსეთი

ტრამპი: რუსეთი შეიძლება ახლა ძალიან მდიდარი ყოფილიყო, მაგრამ ისინი მთელ ფულს ომზე ხარჯავენ

მას [პუტინს] ჩვენთან სავაჭრო გარიგებების დადება სურს. ის ამაზე მუდმივად საუბრობს. მას ეს სურდა და რუსეთთან აქტიური ვაჭრობა მეც წარმომედგინა. მათ ბევრი ძვირფასი რამ აქვთ. როდესაც იშვიათ წიაღისეულზეა საუბარი, მათ თითქმის ყველა სახეობის სერიოზული მარაგი აქვთ.

შესაბამისად, რუსეთი შეიძლება ახლა ძალიან მდიდარი ყოფილიყო. ამის ნაცვლად, ისინი მთელ ფულს ომზე ხარჯავენ. ისინი ყველაფერს ომსა და ადამიანების მკვლელობაზე ხარჯავენ. ჩემთვის ეს გაუგებარია. მეგონა, რომ მას ამის [უკრაინასთან ომის] სწრაფად დასრულება სურდა. მე ნამდვილად ვგრძნობდი, რომ ეს დასრულდებოდა, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც მე ეს მეგონა, ის ადამიანებს კლავდა

თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოში გამართულ პრესკონფერენციაზე

კომენტარები