რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი უკრაინასა და დასავლეთს ომის გადასაჭრელად დიპლომატიის უგულებელყოფაში ადანაშაულებს

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი
Mikhail Grebenshchikov / RBC / TASS

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის მიზნების მისაღწევად დიპლომატიური და პოლიტიკური გზა ურჩევნია, თუმცა, მისი მტკიცებით, დიალოგის ყველა წინადადება უკრაინამ და "მისმა დასავლელმა მმართველებმა" უგულებელყვეს. 

პესკოვის თქმით, უკრაინაში რუსეთის ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" შემდგომი ორმხრივი ურთიერთობების საკითხი ამჯერად "ზედმეტად თეორიულია". 

"პირველ რიგში საჭიროა, რომ საბოლოოდ გადაიჭრას პრობლემა და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ჩვენთვის უმჯობესია, თუ ამას პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მივაღწევთ, ხოლო სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება იმ პირობებში, როცა დიალოგზე ყველა წინადადება თავად უკრაინამ და მისმა დასავლელმა მმართველებმა უგულებელყვეს," თქვა კრემლის სპიკერმა. 

"პირველ რიგში საჭიროა, რომ ვითარება მოგვარდეს და შემდგომ ვიფიქროთ ურთიერთობების აღდგენაზე," დაამატა პესკოვმა. 

კომენტარები